28.04.2017

28 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად ბრძანდებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტი შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს პროექტის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში და გამართა დიალოგი სტუდენტებთან.
შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტმა მოინახულა ახლადგახსნილი უნივერსიტეტის მუზეუმი.
შეხვედრა გახსნა და პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ. პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას დაეფიქსირებინა საკუთარი მოქალაქეობრივი აზრი კონსტიტუციაში შემავალ ცვლილებებთან დაკავშირებით. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დიალოგში.

18121967 787696444712180 4432766058445917440 o 18156740 787695084712316 4229175543138417914 o 18193109 787695891378902 1490649043818749451 o 18208979 787695301378961 193668526886955264 o