02.05.2017

როგორც ცნობილია, 2017 წლის 28 თებერვლიდან 4 მარტამდე ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის ფონდს, ბიბლიოთეკასა და არქივს სამეციერო მიზნებით სტუმრობდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, პროფესორი როინ ყავრელიშვილი, ასოცირებული პროფესორი მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე (რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში). ვიზიტის მიზანი იყო ამ საარქივო მასალის გაცნობა და შემდგომში შესწავლა, რომელიც ფონდშია დაცული.
მიუხედავად მცირე დროისა, ვიზიტი აღმოჩნდა უაღრესად საინტერესო, მნიშვნელოვანი, წარმატებული და ემოციური. ღირსეული ქართველების, პავლე და სიმონ ზაზაძეების დაწყებულ საქმეს სტამბოლში დღესაც დიდი რუდუნებით აგრძელებს ბატონი პოლ ზაზაძე და მისი ოჯახი. იგეგმება ფონდის უახლესი სტანდარტებით აღჭურვა.
2 მაისს, უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შედგა ანგარიშის მოსმენა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში განხორციელებული სამეცნიერო მივლინების შესახებ. ვიზიტის მიმოხილვითი ანგარიში გააკეთა უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ. ქართველ კათოლიკეთა სავანის არქივის მნიშვნელობაზე, მუშაობის სპეციფიკასა და ზაზაძეების ოჯახის დამსახურებაზე ქართველი ერის წინაშე ისაუბრეს პროფესორებმა: მაკა კაჭკაჭიშვილმა-ბერიძემ და როინ ყავრელიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ და დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შთაბეჭდილება სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა სავანეში არსებული არქივის შესახებ გაუზიარეს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის მენეჯერმა ციური ლაფაჩმა და ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ყრუაშვილმა.
სამეცნიერო მივლინებიდან დაბრუნებულ ჯგუფს უნივერსიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ბექაურმა.
ღონისძიებას უძღვებოდა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლალი ბერიძე.
სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები დაიგეგმილია და ქართველ კათოლიკეთა სავანეში სამეცნიერო კონტაქტები კვლავ გაგრძელდება.

18278582 789871331161358 5638289988912131266 o 18238191 789871447828013 2797398059649419537 o 18238707 789871057828052 2593194554677540793 o 18279065 789871061161385 7859817773514206014 o