10.06.2017

2017 წლის 10 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში  ჩატარდა კონფერენცია თემაზე:  "სამოქმედო კვლევა სკოლაში". კონფერენცია ჩატარდა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI) Word Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის "ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი განვითარებისათვის" ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა,სტუდენტებმა,საჯარო სკოლის დირექტორებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამოქმედო კვლევები, მიღებული შედეგები და გამოცდილება.  უნივერსიტეტში სამოქმედო კლევის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გულიკო ბექაურმა. 

m 1m2m3m4