10.06.2017

2017 წლის 9 ივნისს, სასტუმრო „ალავერდში“ გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა , პროფესორმა მერაბ ბერიძემ. ბატონი მერაბი მათ  წარმატებისა და წინსვლის სურვილებით დაემშვიდობა. გაცილება განსხვავებული ფორმით აღინიშნა. ეს იყო კლუბური საღამო, სადაც უკრავდა საქართველოში ცნობილი დიჯეი გიგა პაპასკირი და მღეროდა ელენე მიქიაშვილი. საღამოს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. შემოსავლის ნაწილი გადაირიცხა, ჩვენი თანაქალაქელის დავით გასიტაშვილის დახმარების ფონდში.

ღონისძიება გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლევან აფციაური  მადლობას უხდის  ყველა იმ სპონსორს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რესტორანი „ალავერდი“, "ნატახტარი", "კოკა-კოლა", "ნაბეღლავი", "ბუმი", სასტუმრო „ტიფლისი“, ნამცხვრისა და პიცის სახლი, შპს "აჯა", "SPRITERAMO".

კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების უსაფრთხოება უზრუნველყო შსს-სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველომ.

G1G2G3