19.06.2017

2017 წლის 19 ივნისს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მათემატიკის რეგიონულ ოლიმპიადაში წარმატებულ მოსწავლეთა და მათ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალი. 

4 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით გამართულ მათემატიკის რეგიონულ ოლიმპიადაზე, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების VII-XII კლასების 301 მოსწავლე მონაწილეობდა, გამოვლინდა 145 გამარჯვებული მოსწავლე. მათ შორის საუკეთესო შედეგი (10 ქულა) აჩვენა სამმა მოსწავლემ-მარიამ მაგრაქველიძემ(სსიპ-ასპინძის N1საჯარო სკოლა,პედაგოგი ელდარ კლდიაშვილი);ანი ჩილინგარიშვილმა (სსიპ-ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ.არლის საჯარო სკოლა, პედაგოგი ცირა ვარდიძე); ეთერ მიქელაძემ (სსიპ-ქ.ახალქალაქის N3 საჯარო სკოლა, პედაგოგი მარინა თაქთაქიძე).

წარმატებულ მოსწავლეებს მიესალმნენ და გამარჯვება მიულოცეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ; რექტორის მოადგილემ მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძემ;ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი მესხმა; ოლიმპიადის ორგანიზატორმა, პროფესორმა რევაზ ჭიღლაძემ.  

მისალმების შემდეგ გაიმართა მოსწავლეთა, მათ პედაგოგთა, გამარჯვებული სკოლის მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც თავად რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ უხელმძღვანელა. მან მადლობა გადაუხადა ოლიმპიადის მთავარ ორგანიზატორსა და ინიციატორს, პროფესორ რევაზ ჭიღრაძეს. 

ოლიმპიადის შედეგებიდან გაირკვა , რომ ხუთი საუკეთესო სკოლის (ახალქალაქის N5 საჯარო სკოლა, უდის N1 საჯარო სკოლა,ვალეს N1 საჯარო სკოლა,ახალციხის კერძო სკოლა "მზექა") მოსწავლეები , მეორე ეტაპზე, შემოდგომით შეეჯიბრებიან ერთმანეთს და ის სკოლა ,რომელთა მოსწავლეებიც გაიმარჯვებენ გადაეცემა "უნივერსიტეტის გარდამავალი თასი"- აღნიშნა ბატონმა რევაზმა.

mat1matmat2mat3