20.06.2017

2017 წლის 20 ივნისს 14:00 საათზე, "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში  პროექტის "დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი" ფარგლებში გამართა დებატები თემაზე:"კონსტიტუციის განხილვაში ახალგაზრდების ჩართვა გამართლებულია". საჯარო დებატები საქართველოს მასშტაბით სტუდენტებს შორის ჩატარებულ ღონისძიებათა სერიის ერთ-ერთი აქტივობაა,რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემის გარშემო საჯარო დისკუსიის ინიცირებასა და პრობლემური საკითხების საზოადოებრივ სივრცეში განხილვას ემსახურება. მიმდინარე თემა შერჩეული იყო მისი აქტუალურობიდან გამომდინარე, სტუდენტების და საზოგადოების სხვა ჯგუფების წარმომადგენლებისთვის.

ღონისძიება გახსნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძემ. პროექტის მონაწილეებს მიესალმა პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში მაია მელიქიძე. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ გააკეთა პროექტის პრეზენტაცია.

დებატებში მონაწილეობდა ორი გუნდი: მტკიცებითი და უარმყოფელი. თითოეულ გუნდს წარმოადგენდა სამი სპიკერი. დებატების შედეგები შეაფასა საქართველოს დებატებისა და პროგრამების ხელმძღვანელმა და ტრენერმა, სოფიო ვეფხვაძემ. საბოლოოდ დებატებში გაიმარჯვა უარმყოფელმა გუნდმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეულ სტუმართა შორის,პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მოქმედი მოდებატე სტუდენტები, ჟურნალისტები, საზოგადოების აქტიური წევრები.

d1d2d3d4