23.06.2017

2017 წლის 22 ივნისს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონიალი. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, რასაც მოჰყვა წარმატებული მაგისტრანტებისა და ბაკალავრების დაჯილდოება, რომელთაც სიგელები და წიგნები გადასცეს პროფესორებმა: ლავრენტი ჩიბურდანიძემ, როინ თათეშვილმა, ცისკარა ზარანდიამ, ლერი ნოზაძემ. შიდასაუნივერსიტეტო ტურნირში მონაწილე სპორტსმენები სიგელებით დააჯილდოვა კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსმა თემურ მაღრაძემ.

ღონისძიებაზე საკუთარი ლექსით წარსდგა იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი მირზა ბურძენაძე, სიმღერით განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელი ანა კაცაძე, ქორეოგრაფიული ნომრით  უნივერსიტეტის ანსამბლი ,,ახალციხე“.

კურსდამთავრებულთა საზეიმო  ცერემონიალი ქუდების ცაში ასროლით დასრულდა.  

საღამო გაგრძელდა კლუბური მუსიკით, რომელსაც უძღვებოდა ბიზნესის ადმინისტრირების მეორე კურსელი, დიჯეი (DJ) თორნიკე კვინცხაძე.

mantiamantia 3mantia 1mantia 2