06.07.2017

2017  წლის 5 ივლისს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტრენერებმა: სანდრო ცხვედაძემ და ელენე კიკნაძემ გამართეს ტრენინგი თემაზე ,,ელექტრონული ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა  ახალგაზრდების ეფექტური და ხელმისაწვდომი განათლებისთვის“.

ტრენინგი ჩატარდა  ააიპ ,,სტუდენტები უკეთესი განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.