05.09.2017

2017 წლის 21-25 აგვისტოს ბულგარეთში, ჩერნორიზც ხრაბრის სახელობის ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტის რუსული ცენტრის მიერ ორგანიზებულ  IX საერთაშორისო საკვალიფიკაციო სკოლის მუშაობაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა: მარიანა ბალასანიანმა ( ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი), სტუდენტებმა:  მანანა მერაბიშვილმა, სალომე ხახიშვილმა, ანა კანანიანმა, ესტელა ბაბოიანმა და ასია ანტონიანმა  რუსისტ მასწავლებელთა და სტუდენტთა წლის მთავარ მოვლენაში პირველად მიიღეს მონაწილეობა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (საქართველო) ერთად სკოლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 6 ევროპული ქვეყნის 9 უნივერსიტეტმა.

სკოლის საზეიმო გახსნა ჩატარდა 21 აგვისტოს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

IX საერთაშორისო საკვალიფიკაციო სკოლაშ შეკრებილმა 50 სტუდენტმა წარმოადგინეს თავიანთი გუნდები და ისაუბრეს იმ უნივერსიტეტების შესახებ, რომლებსაც წარმოადგენდნენ, ასევე რუსულ ცენტრებზე და მათ საქმიანობაზე. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს ფილმი-პრეზენტაცია, რომელმაც დამსწრეთა მაღალი შეფასება მიიღო.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მიერ წარმოდგენილი მეთოდური იდეა «Потехе – час»  კოლეგებს დაამახსოვრდა მისი სიახლით და რუსული ენის სწავლების მრავლრიცხოვანი ინოვაციური მეთოდებით. გაწეული გულმოდგინე შრომისათვის სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაჯილდოვდა დიპლომით, ხოლო დისკუსიაში რუსული ენის სწავლების შესაძლო ხერხების შესახებ ხალხური ცეკვის გამოყენებით, როგორც ეფექტური კომუნიკაციის ლინგვოკულტურული ფენომენი კულტურათა დიალოგში, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მომზადებულმა ფლეშმობმა, რომელიც  წარმოდგენილი იყო ქართული, სომხური და რუსული ნაციონალური ცეკვებით, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

საქართველოს გუნდის ყველა მონაწილე - მანანა მერაბიშვილი, სალომე ხახიშვილი, ანა კანანიანი, ესტელა ბაბოიანი და ასია ანტონიანი  სკოლის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებით დააჯილდოვეს. .

სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის შესანიშნავი მუშაობის შედეგია არა მხოლოდ დიპლომები და სიგელები, არამედ მიწვევა  X საიუბილეო საკვალიფიკაციო საზაფხულო სკოლის მუშაობაში, რომელიც ჩატარდება 2018 წლის აგვისტოში.

rusuli 1rusuli2rusuli3rusuli 4