25.09.2017

საერთაშორისო კონფერენცია "გერმანულ-ქართული შეხვედრსი ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურის, განათლებისა და კულტურის სფეროში" - 2017 წლის 21 აპრილს , გერმანიის ფადერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობების გადაწყვვეტილებით 2017 წელი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლად გამოცხადდა. მიმდინარე წელს რამდენიმე საიუბილეო თარირი აღინიშნება . კერძოდ, წელს სრულდება 200 წელი, რაც გერმანელი პეიტისტები საქართველოში დასახლდნენ და დააარსეს "გერმანული კოლონია " ასევე გერმანია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 და გერმანიის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს აღიარების 100 წლისთავი. 

ამ ფონზე ჰუმბოლდტის საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის მიერ თბილისში 19- 23 სექტემბერს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია - „ჰუმბოლდტ-კოლეგ“ – „გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურის, განათლებისა და კულტურის სფეროში“. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და  საქართველოს ეროვნული მიზეუმის თანამონაწილეობით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ჰუმბლოდტის ფონდის სტიპენდიანტები და ჰუმბლოდტის პრემიის ლაურეატები 12 ქვეყნიდან. 

საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ მომხსენებლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, ილიას ,  საქართველოს ტექნიკური, საქართველოს, სოხუმის, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან. სამცხე-ჯავახეთის უნივესიტეტიდან პროფ. მერაბ ბერიძე და დოქტორანტი ნინო ზედგინიძე წარსდგნენ  მოხსენებით „ არტაანი- ისტორია და ეტიმოლოგია“ და ლალი ბერიძე- „ქართულ-გერმანული კონტაქტის კვალი სამცხე- ჯავახეთში (გერმანელი ტყვეების შესახებ)“. ორივე მოხსენებამ გამოიწვია კონფერენციის მონაწილეთა ინტერესი.

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ალექსანდერ ფონჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია, რომელმაც ნაყოფიერი,  მაღალ პროფესიული სამუშაო  და კულტურული პროგრამით დაუვიწყარი დღეები აჩუქა კონფერენციის მონაწილეებს.

20170921 163047