25.09.2017

შეხვედრა რატი ამაღლობელთან2017 წლის 25 სექტემბერს, 14 საათზე,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გაიმართა  პოეტ, რატი ამაღლობელის შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.

სტუმარი წარადგინა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გულიკო ბექაურმა.

რატი ამაღლობელმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „მწერლები ევროპული ღირებულებებისათვის“, რაც უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის. საუბრის თემა იყო საქართველო, როგორც  ევროპის ნაწილი, ევროპის კულტურული მრავალფეროვნება და ტრადიციები, ევროპასთან ინტეგრაცია. ბატონმა რატიმ ქართული ლიტერატურის და პირველ რიგში „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე მიმოიხილა ქართული საზოგადოების სულიერი ღირებულებები და პარალელი გაავლო ევროპულთან. საინტერსო ლექცია  გაგრძელდა კითვა-პასუხის რეჟიმში და დასრულდა პოეტის მიერ წაკითული ლექსებით.

rati 1rati2rati 3rati 4