12.10.2017

2017 წლის 9-11 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალციხე“ იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. ანსამბლი მიიწვია ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის კონსერვატორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტმა, რომლის ორგანიზებით ჩატარდა  სამეცნიერო კონგრესი „კავკასია და კავკასიური კულტურა“. ამ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ახალციხე“. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ სტუმრები ირანიდან და ანკარიდან. ანსამბლმა „ახალციხე“ დიდი მოწონება დაიმსახურა, ანსამბლის ხელმძღვანელებს სამსონ და ლია მენაბდიშვილებს კონგრესის ემბლემით გადაეცათ სამახსოვრო სუვენირი.

22405818 875653649249792 7806029767698593819 n