14.10.2017

საჯარო ლექციები მესხებისათვის ყოველ შაბათს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავალი სტუდენტებისათვის პროფესორი მერაბ ბერიძე ატარებს საჯარო ლექციებს მესხეთის წარსულისა და დღევანდელობის შესახებ.

14 ოქტომბერს მორიგი საჯარო ლექცია ჩატარდა ვალეში. სტუდენტებმა დაათვალიერეს მართლმადიდებლური, კათოლიკური და მაჰმადიანური სალოცავები. საგულისხმოა, რომ ლექციას ესწრებოდნენ ვალიდან გადასახლებულთა შთამომავლები.  

vale1  vale 2  vale4