30.10.2017

2017 წლის 30 ოქტომბერს , სამცხე-ჯაცახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პორტიჯის ასოციაციამ, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გახსნა.

ღონისძიება გახსნა  საქართველოს პორტიჯის ასოციაციის დირექტორმა ნინო ცინცაძემ, რომელმაც მოკლედ ისაუბრა ცენტრის მნიშვნელობასა და პროგრამისმიზნების შესახებ. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ცენტრის გახსნე მიულოცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივესრიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა მერაბ ბერიძემ  ასევე , World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერმა ნინო ლომიძემ.

ადრეული განვითარების (ჩარევის) პროგრამა-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართელოს პორტიჯის ასოციაციამ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, World Vision საქართველოს მხარდაჭერითდაიწყო.

ცენტრის ბაზაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიადრეული განვითარების (ჩარევის) პროგრამის განხორციელება 0-7 წლამდე განვითარების შეფერხების და/ან შეფერხების რისკის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის განხორციელდება. პროგრამა ბავშვების ფუნქციური უნარების განვითარებასა და ოჯახების განათლება-გაძლიარებაზეა ფოკუსირებული და ასევე ხელს უწყობს რეგიონში ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარებას.პროექტს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უხელმძღვანელებს  სამცხე-ჯავახეთის სახეოლმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი  ირმა ქურდაძე.

 po1po2po3po4po5