03.11.2017

2017 წლის 3 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა XXXVII დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია, რომელიც მიეძღვნა პროფესორ თედო უთურგაიძის დაბადებიდან 90-ე წლისთავს.

კონფერენცია გახსნა პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა პროფესორი მერაბ ბერიძე, რომელმაც მციერე ანალიზი გააკეთა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზოგადად სამხრეთის რეგიონში დიალექტოლოგიური კვლევის მიმართულებით.

სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, რომელმაც ისაუბრა თედო უთურგაიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და აკადემიკოსი ავთანდილ არაბული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ახალგამოცემათა წარდგინებით.

სესიის  მუშაობა ორ სექციად გაგრძელდა, პირველ სექციას ხელმძღვანელობდა პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, სადაც 9 მომხსენებელი გამოვიდა, ხოლო მეორე სექციას  -  პროფესორი მერაბ ბერიძე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 7-მა მომხსენებელმა..

დღის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი სხდომა. დიალექტოლოგიურ სესიას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მესამედ უმასპინძლა.

DSCN2057DSCN2115DSCN2058DSCN2032DSCN2028