09.11.2017

არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონული განვითარების საზოგადოება-სასტიპენდიო ფონდი" სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უკვე ორი წელია თანამშრომლობს. ორგანიზაციის პრიორიტეტია რეგიონში მცხოვრები, სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ ქუთაისის, ახალციხის, თელავის ან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში,მაგრამ ვერ მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი და საკუთარის სახსრებით ვერ ახერხებენ სწავლის დაფინანსებას.ფონდი აძლევს შესაძლებლობას მიიღონ დაფინანსება და გახდნენ სასტიპენდიო ფონდის სტიპედიანტები. გასულ წელს ფონდმა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდან 11ხელმოკლე სტუდენტს დაუფინანსა სწავლა. მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წელს 6 სტუდენტმა გააკეთა განაცხადი.

2017 წლის 9 ნოემბერს, რეგიონალური განვითარების საზოგადოება - სასტიპენდიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ცისანა კიღურაძე შეხვდა და ინდივიდუალურად გაესაუბრა სტიპენდიის მოსურნე სტუდენტებს. უახლოეს დღეებში გადაწყდება მიიღებს თუ არა დაფინანსებას აღნიშნული ექვსი სტუდენტი.სტუდენტების ფონდის წარმომადგენელთან შეხვედრის ორგანიზება გასწია უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ქალბატონმა გულიკო ბექაურმა.

fondi 1fondi2fondi3