14.11.2017

2017 წლის 14 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ მერაბ ბერიძეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი ჯეფ რენო შეხვდა. შეხვედრამ ოფიციალურ გარემოში ჩაიარა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსმა მადლობა გადაუხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელს შეხვედრისთვის,  უნივერსიტეტი უკვე მერამდენე წელია მასპინძლობს “Education USA”, რომელიც საერთაშორისო განათლების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს, ხოლო ცენტრი უნივერსიტეტის შენობაშია. ბატონმა ჯეფმა აღნიშნა, რომ  განსაკუთრებით დაინტერსებულია საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, ხოლო  “Education USA” უნდა იყოს ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი უნივერსიტეტებსა და აშშ-ის შორის.

ბატონმა მერაბმა ისაუბრა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტი საელჩოს დაფინანსებით განხორციელებულ რამდენიმე პროექტში იყო ჩართული,  ბოლო სამი წლის განმავლობაში კი მასპინძლობდა “Fulbright”-ის პროგრამის მოხალისეს.

შეხვედრის შემდეგ საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი შეხვდა ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებსა, პროფესორებს და მოინახულა ამერიკის სწავლების ცენტრი. 

atashe1  atashe2  atashe3