01.12.2017

2017 წლის 1 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნეთა კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ზეპირად მცოდნენი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. კონკურსი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, კერძოდ - "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტური, წერითი დავალების შესრულება (უფროსებისთვის);ზეპირი ტური უფროსებისათვის, ბავშვებისათვის ინსცენირების ტრენინგი აუდიტორიაში, გამოფენის მოწყობა; მოსწავლეთა ტური და ბოლოს გამარჯვებულთა დაჯილდოება. ღონისძიების ორგანიზატორი სამცხე-ჯაცახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა. კონკურსის დაწყებამდე მონაწილეებმა დაათვალიერეს სამცხე-ჯაცახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გახსნილი მესხი თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ იაძის ნახატების გამოფენა, რომელმაც დამთვარიელებლები აღტაცებაში მოიყვანა.

123  011  033  022