04.12.2017

დასრულდა ვეფხისტყაოსნისზეპირად მცოდნეთა კონკურსი, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე მეოთხედ უმასპინძლა. კონკურსის ორგანიზატორები იყვნენსამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. აქტიურად იყო ჩართული საქართველოს რუსთაველის საზოგადოება

2017 წლის 1-3 დეკემბერს გამართულ კონკურსში უფროსების გარდა მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეებიც, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის მეორე და მეოთხე საჯარო სკოლების, ლიის პირველი საჯარო სკოლის, ასევე თბილისის კერძო სკოლაშოვისმოსწავლეები. თავი გამოჩინა ბაღდათელმა მეექვსეკლასელმა მოსწავლემვაჟა მაშალეიშვილმა,რომელმაც  პოემის 500 სტროფი ზეპირად იცოდა

უფროსები საკონკურსო პირობების შესაბამისად სამ ტურში მონაწილეობდნენ. პირველ ტურში უცხო ენაზე ცოდნა ფასდებოდა (სავალდებულო 10 სტროფი), მეორე ტური ესეს წერას ითვალისწინებდა, ხოლო მესამე ტურში ზეპირად ცოდნა მოწმდებოდა. კონკურსის შედეგებს აჯამებდა ჯიური, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, ასოცირებული პროფესორები - მაკა კაჭკაჭიშვილი- ბერიძე და დალი ბეთხოშვილი. ჟიურის თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მერაბ ბერიძე.

თითქმის 10 საათი გაგრძელდა მესამე ტური ზრდასრულთა შორის. „ვეფხისტყაოსნისსტრიქონებით სავსე ათი საათი იყო დიდებული, ემოციური,საპასუხისმგებლო და ერთგვარად  დაძაბული როგორც კონკურსანტებისთვის, ისე ჟიურის წევრებისთვის.

საბოლოოდ, შედეგები გადანაწილდა შემდეგნაირად:

პირველი ადგილი - ანრო ცირეკიძე (ტყიბული)

მეორე ადგილი - მანანა ნესუაშვილი (გურჯაანი)

მესამე ადილი - თინათინ სიყმაშვილი (ახმეტა)

ნათელა ღოღონაძე (ტყიბული).

ტრადიციისამებრ, საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი ჯილდო გადაეცათ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტრის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტმამარინე თაქთაქიშვილმა თითოეული მონაწილე  დააჯილდოვეს „ვეფხისტყაოსნით“, სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნებითა და „ბიბლუსის“ 100-ლარიანი ვაუჩერით. გამარჯვებულებს სიგელები და საჩუქრები გადასცა საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ დავით შემოქმედელმა.

 vefxi 1  vefxi 2  vefxi 3  vefxi4