06.12.2017

2017 წლის 6 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამერიკელი ეთნოგრაფისა და ფოტოგრაფის ედუარდ კურტისის ფოტოგამოფენას უმასპინძლა.ედუარდ კურტისი 30 წლის განმავლობაში მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკაში და იკვლევდა იქ მცხოვრები ინდიელების კულტურას, ტრადიციებსა და ცხოვრების წესს. ამ დროის განმავლობაში მან 40 000 - ზე მეტი ფოტო გადაიღო და ასევე ჩაწერა 10 000 - ზე მეტი ფირი, სადაც ასახულია ინდიელების მშობლიური ენა, კულტურა და ფოლკლორი.

ედუარდ კურტისის ფოტოგამოფენა ხორციელდება ამერიკის საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, ასევე აბრეშუმის მუზეუმის, ეროვნული მუზეუმისა და ხელოვნების სასახლის თანამშრომლობით.
სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოდგენილი გამოფენა ნაწილია იმ ფოტო მასალებისა, რომელიც ზემოთ აღნიშნულ მუზეუმებშია გამოფენილი.

foto 1   foto 3   fptp 4