27.12.2017

2017 წლის 23-24 დეკემბერს გამართულ დებატების რესპუბლიკურ ტურნირში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტებიდან სტუდენტების ოთხი ჯგუფი იყო წარდგენილი.

დებატები სამ ეტაპად გაიმართა. პირველი ტური ჩატარდა 23 დეკემბერს, ხოლო ნახევარ-ფინალი და ფინალი  24 დეკემბერს. ფინალი გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს მიულოცა  ტურნირში მონაწილეობა, წარმატებები უსურვა და ისაუბრა დებატების მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი გიორგი რეხვიაშვილი დებატების რესპუბლიკურ ტურნირში ათეულის ერთ-ერთ ტოპ-სპიკერად დასახელდა. დებატების მონაწილე ყველა სტუდენტს კი  სერთიფიკატი გადაეცა.

დებატები გაიმართა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განათლებისა და დებატების ინსტიტუტი.  მასში მონაწილეობას ღებულობდა ოთხი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ილიას, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის  და სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტები.

 debatebi 1  debatebi 2