11.01.2018

სტუდენტთა საყურადღებოდ! ვისაც გსურთ ერთი კვირა გაატაროთ ერევანში ძალიან საინტერესო შანსს გაძლევთ DAAD.
მიმდინარე წლის 12-17 მარტს, ტუბინგენის უნივერსიტეტის ინიციატივით, ერევანში გაიმართება სემინარი თემაზე "ევროკავშირი და კავკასია 2030 წელს - მომავლის ხედვა". სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სომეხ, გერმანელ, ქართველ და აფხაზ სტუდენტებს.

საქართველოდან გამგზავრებისა და ერევანში ყოფნის ხარჯები DAAD-ს მიერ ანაზღაურდება.

სამუშაო ენა: ინგლისური

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 19 იანვარი.

დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ:577 98 77 25

გისურვებთ წარმატებებს!