03.02.2018

2018 წლის 3 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ლექცია "წიგნებსა და ქალებზერ". ეს არის გაგრძელება ლექციების ციკლისა "წიგნებსა და ადამიანებზე", რომელიც ტარდება საქართველოს ყველა რეგიიონში. 

ლექციების ფარგლებში მწერლებმა ისაუბრეს ავტორებზე, ქალთა უფლებებზე, გენდერული ნიშნით ჩაგვრის ისტორიასა და ნაადრევ ქორწინებაზე საქართველოში.

ლექციას უძღვებოდნენ "წიგნების თაროს " გუნდის წევრები, მწერლები: ალექსანდრე ლორთქიფანიძეტორესა მოსი და ზურა აბაშიძე.

ლექციის პარალელურად "წიგნების თაროს " ფორმატში გათამაშდა წიგნები

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, ახალციხის საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები, უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ეწსწრებოდნენ. 

ლექცია ჩატარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიტერატურული გადაცემა "წიგნების თაროს" ლექციების ციკლის ფარგლებში.

wiw2w3w4w5