28.02.2018

2018 წლის 28 თებერვალს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოგანიზებით და "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ახალქალაქი,IIIკორპუსი) წარჩინებულ სტუდენტებთან . შეხვედრაზე განიხილული იქნა  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, დახმარების პროგრამები, ევროკავშირთან დაკავშირებული მითები, შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლი გიორგი გოგუაძე.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით, საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თანამშრომლობით. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დაიგეგმა სამომავლო აქტივობები. 

შეხვედრის ბოლოს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან აქტიური თანამშრომლობისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელი გადაეცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსტეტის რექტორის მოადგილეს ვასილ მოსიაშვილს

ev2ev3