02.03.2018

2018 წლის 2 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში,პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ გამართა საჯარო ლექცია გარემოსდაცვით საკითხებზე სტუდენტებთან, საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან და უნივერსიტეტს აკადემიური პერსონალთან. .
შეხვედრის მიზანი იყო გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და გარემოსდაცვითი ,კრძოდ, კომიტეტის 2017-2022 წლების პრიორიტეტული მიმართულებების პოპულარიზაცია.
შეხვედრა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის მნიშვნელობას საქართველოში.
შეხვედრის მონაწილეები დისკუსიის რეჟიმში აქტიურად ჩაერთვნენ და გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ შეხვედრა დაასრულა მოწოდებით: "გახდით გარემოს დამცველი მოქალაქეები".

gaero2gaero 3