05.03.2018

2018 წლის 19-24 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომდინარე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის- EU-ASSET-ERASMUS+ (Assessment Tools for new learning environments in higher education institutions – 585587-EPP-1-2017-1-IL-EPPKA2-CBHE-JP) ფარგლებში მოსამზადებელი შეხვედრა და ტრენინგი ჩატარდა ქ.კორკის უნივრსიტეტში (ირლანდია), სადაც ესწრებოდნენ პროექტის სტაფის წევრები: პროექტის ინსტიტუციური მენეჯერი, პროფ. თინა გელაშვილი, ასოცირებული-პროფესორი გულიკო ჯანოვა, ასისტენტ-პროფესორი- მაკა მურვანიძე და თსუ-ს დოქტორანტი თეონა დიასამიძე.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საერთაშორისო მობილობა - დაიწყო 15.10.2017 და დასრულდება 14.10.2020 მისი კოორდინატორია კინერეტის აკადემიური კოლეჯი (ისრაელი). საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობას იღებენ შემდეგი უნივერსიტეტები: ილაის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ისრაელის მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან: კინერეტის აკადემიური კოლეჯი, ჰადასას აკადემიური კოლეჯი, გორდონის აკადემიური კოლეჯი და სახნინის აკადემიური კოლეჯი, ასევე, პარტნიორები არიან ევროპის შემდეგი უნივერსიტეტები: ბამბერგის უნივერსიტეტი (გერმანია), ლინცის განათლების უნივერსიტეტი (ავსტრია), ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), კორკის უნივერსიტეტი (ირლანდია).

პროექტის მიზანია უზრუნველყოს: განმავითარებელი შეფასების მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება; ევროპული უნივერსიტეტების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება; შემოქმედებითი და ინოვაციური შეფასების მეთოდების შემუშავება/დანერგვა და სხვა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას საქართველოს და ისრაელის უნივერსიტეტებში.

irlandiairlandia1