09.03.2018

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (TSU NCADR)  ახორციელებს მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტს(Academic Enhancement of Mediation) რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 9-10 დეკემბერს თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლესი სასწავლებლის 20 ლექტორს ჩაუტარდა საბაზისო ტრენინგი მედიაციაში, ხოლო ა/წ 25-26 თებერვალს მათ წარმატებით გაიარეს სწავლების მეთოდოლოგიის პროგრამა უნივერსიტეტებში მედიაციის კურსების დანერგვის მიზნით.
ამ პროგრამაში სხვა უმაღლესი სასწავლებლის ლექტორთა შორის, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგები: მარიკა ჩიტაშვილი და ნინო ზედგინიძე იყო ჩართული.

მიმდინარე წლის 9 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დატრენინგებულმა ლექტორმა მარიკა ჩიტაშვილმა გამართა საჩვენებელი ლექცია სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით, ხოლო შემდეგ დამსწრე აუდიტორიისთვის: პროფესორ - მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,მედიაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში და განვითარების პერსპექტივები“, რომელსაც გაუძღვნენ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი მარიკა ჩიტაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ნინო ზედგინიძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჩიტაშვილი. 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი მედიაციის აკადემიური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ასოცირებული პროფესორის მაკა ბერიძისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ირაკლი ბურდულის მიერ ხელმოწერილი იქნა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

mediacia