11.04.2018

2018 წლის 11 აპრილს, 12:00 საათზე, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, პროექტი „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალციხისა და ახალქალაქის კორპუსებში, ქართულ ენაში მომზადების პროგრამის (პროგრამა 1+4) დაახლოებით 45 სტუდენტმა დაწერა კარნახი ქართულ ენაში. კარნახისთვის შეირჩეულ იქნა დავით ტურაშვილის ,,კურკა.“

ყველა უნივერსიტეტში კარნახი დაიწყო 12:00 საათზე და დაახლოებით ერთ საათში დასრულდა. კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებს გაასწორებს სპეციალური კომისია და საუკეთესოები გადაიგზავნება თბილისში გამარჯვებულთა გამოსავლენად.

სამცხე-ჯავახეთის უნვერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილებდნენ: თსუ, ილიაუნი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.

პროექტის ფარგლებში 14:00 საათზე, სტუდენტები გავიდნენ ახალციხის ცენტრალურ პარკში თავი წარუდგინეს საზოგადოებას და მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვის მიზნით, გადასცს სამკერდე ნიშნები გზავნილით: მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!

აქციის მთავარი გზავნილები იყო:
• სახელმწიფო ენა დამოუკიდებელი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია!
• გამართულად წერე, იკითხე, ილაპარაკე ქართულად-საქართველოს სახელმწიფო ენაზე!
• გაუფრთხილდი, შეინახე და დაიცავი ქართული ენა!

პროექტში მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართება 16 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.
ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორს და დააჯილდოებს სამახსოვრო საჩუქრებით. ამასთან, ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი.
დაჯილდოების დროს დაგეგმილია კამპანიის ამსახველი ვიზუალური მასალის წარდგენა. სტუდენტების ჩართულობით მომზადდება მცირე ქრონომეტრაჟის ვიდეორგოლი, რომელშიც ასახული იქნება სტუდენტების დამოკიდებულება სახელმწიფო ენისადმი.

karnaxi 1  karnaxi 2