12.04.2018

2018 წლის 12 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სტუდენტებისა და სამეცნიერო პერსონალისათვის ლექცია ,,ევროკავშირის ისტორია“ წაიკითხა თსუ ლექტორმა ლევან მახაშვილმა, ეს იყო პირველი ლექცია ციკლიდან ევროპისმცოდნეობის მიმართულებით, რომელიც ხუთი ლექციისგან შედგება და ძირითადად ისწავლება იმ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ევროპისმცოდნეობის შესახებ კურსი არ იკითხება. ღონისძიების მიზანი მსმენელებში ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებაა.
მსმენელებს სტუმრები წარუდგინა განათლების,ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ბექაურმა.
აუდიტორიის მიერ ყურადღებით იქნა მოსმენილი ევროკავშირის შექმნის ისტორია, დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელსაც მომხსენებელმა სათანადო და ამომწურავი პასუხები გასცა.
ღონისძიებას ახორციელებს საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.