13.05.2018

უკვე მეორე წელია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით მიმდინარეობს საჯარო სკოლების მოსწავლეთა ოლიმპიადა მათემატიკაში. 2018 წლის 13 მაისს უნივერსიტეტში ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსწავლეთა II ოლიმპიადა მათემატიკაში.
ოლიმპიადის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის მხარის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა.
ოლიმპიადა გახსნა ორგანიზატორმა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რევაზ ჭიღლაძემ. მონაწილეებს მიესალმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მერაბ ბერიძე და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.როგორც ოლიმპიადის სამუშაო გრაფიკი ითვალისწინებს ფინალში გასულ მოსწავლეთა ვინაობა 10 დღეში გაირკვევა და ამის შესაბამისად მოხდება მათი დაჯილდოება.

345