15.05.2018

“ერთად აღვნიშნავთ დამოუკიდებლობას“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იგეგმება უნივერსიტეტთაშორისი ღონისძიებების ორგანიზება, რომელშიც, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად ჩართულია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები. ღონისძიება მოცავს შემდეგ აქტივობებს:

1.კალიგრაფიის კონკურსი #წერექართულად# - 21 მაისი , 12:00 საათი;
2.მრგვალი მაგიდა- „რა ვიცით 26 მაისის შესახებ“ - 15 მაისი,12:00 საათი;
3.ესეების კონკურსი: „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“ 10 მაისიდან-24 მაისის ჩათვლით;