12.07.2018

სტუდენტთა საყურადღებოდ! გთავაზობთ გერმანიაში, ვაიშენტეფან-ტრიდორფის უნივერსიტეტში უფასო სწავლას და სტიპენდიას. აღნიშნული უნივერსიტეტი ერთ-ერთი ცნობილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.
იმისათვის, რომ ისწავლოთ აღნიშნულ სასწავლებელში სრულიად უფასოდ საჭიროა იყოთ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და სათანადოდ ფლობდეთ გერმანულ ენას.  გერმანული ენის უკეთ დაუფლებაში ჩვენი უნივერსიტეტი დაგეხმარებათ. ასევე უნივერსიტეტში მიიღებთ უფასო კონსულტაციებს. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
საზღვარგარეთთან ურთიერთობების მიმართულება, პირველი კორპუსი, ოთახი 304