13.07.2018

2018 წლის 12 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პრეზიდენტის სარეზრვო ფონდის მხარდაჭერით დაიწყო სამოქალაქო ქმედების სკოლის სალექციო კურსი, რომელსაც ახორციელებს ა/ო ევროპულ-ქართული ინსტიტუტი.
სამოქალაქო ქმედების სკოლა არის პირველი პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და ლექციებზე მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, აგრეთვე მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა დისკუსიებსა და მსჯელობებში.
სამოქალაქო ქმედების სკოლა არის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გამოიმუშავებენ ანალიტიკური მსჯელობის უნარს, გაეცნობიან და განიხილავენ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, როგორც წარსულიდან, ასევე დღევანდელობიდან.
სამოქალაქო ქმედების სკოლის ინტენსიური კურსი ახალციხეში არის შესანიშნავი შესაძლებლობა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაეცნონ სამოქალაქო ქმედების სკოლის ყველა მოდულს ინტენსიური კურსის ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით სკოლის ფარგლებში ჩატარდება სამოქალაქო ქმედების ხუთი მოდულის ინტენსიური კურსი. სამოქალაქო ქმედების მოდულებია:
პოლიტიკა, სამართალი,უსაფრთხოება,ეკონომიკა,გლობალური პოლიტიკა
12 ივლისს უნივერსიტეტში გაიმართა ქმედების სკოლის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომლსაც უძღვებოდნენ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი შალვა ჩხეიძე, ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი მელაშვილი და ორგანიზაციის ბორდის წევრი ოთო ნადირაძე. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მათთან ერთად შეარჩიეს სამომავლო კურსის თემატიკა და დრო. კურსის ბოლოს სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ექნებათ საშუალება ჩაერთონ სამოქალაქო ქმედების სკოლის სამომავლო პროექტებში.

kmedeba