tempusსტუდენტთა კარიერული კომპეტენციების განვითარების კურსი

პირველად საქართველოში და ჩვენს უნივერსიტეტში!!!
2013-2014 წლის საგაზაფხულო სემესტრიდან, 17 მარტიდან უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი, გთავაზობთ საერთაშორისო პროექტის-TEMPUS-ის ფარგლებში მომზადებულ ახალ სასწავლო კურსს-,,სტუდენტთა კარიერული კომპეტენციების განვითარება“.
პროგრამის დეველოპერები არიან:
პროექტის კოორდინატორი: ვილნიუსის უნივერსიტეტის კარიერული ცენტრი (ლიტვა)
ევროკავშირის პროექტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:
- ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
- ესექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)

  პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან და დამსაქმებლებთან ჩატარებულმა კვლევებმა გამოკვეთა ის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის სტუდენტთა დასაქმებას და მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდას შრომის ბაზარზე.
სწორედ შემოთავაზებული პროგრამის მიზანია: განუვითაროს სტუდენტს პერსონალური კარიერული მართვის კომპეტენციები, გაზარდოს მათი დასაქმების შესაძლებლობა და კარიერული წარმატება.
აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს მიეცემა ევროკავშირის მიერ გაცემული საერთაშორისო სერტიფიკატი.
კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის დაინტერესებულ სტუდენტს, სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;

  კურსს წარუძღვებიან ევროკავშირის ექსპერტების მიერ გადამზადებული პედაგოგები: პროფესორი თინა გელაშვილი და მასწავლებელი თეონა ჟუჟუნაძე.
  სწავლა დაიწყება 2014 წლის 17 მარტიდან, კვირაში 2 საკონტაქტო საათი, ლექციების შემდეგ, 15:00 საათიდან.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: მობ ტელ. 591 411298; ელ.ფოსტა: JLIB_HTML_CLOAKING ; JLIB_HTML_CLOAKING
ადგილები შეზღუდულია, მაქსიმუმ 60 სტუდენტის გადამზადება იგეგმება, სასურველია ინგლისურის ცოდნა B1 დონეზე.