განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის  პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული  ვადები


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის: 

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა2016 წლის 18 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით

2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების  პროექტების  

ცენტრში წარდგენის ვადა

2016 წლის 24 აგვისტოდან 09 სექტემბრის  ჩათვლით

 

წარმოდგენილი, მობილობის წესით ჩარიცხვის სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა -2016 წლის 9 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით
 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა - 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე.


 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა - ბრძანების გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარმოდგენის ვადა - ბრძანების გამოცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

 

 მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გამოიცემა - საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების ასახვის შემდგომ.

 

 მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ამ ბრძანების გამოცემიდან 1 დღის ვადაში.

 

 მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით) გაცემის ვადა -სტუდენტის მიმართვიდან ერთი კვირა.

 

მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანების (თანდართული ელექტრონული ვერსიით) ცენტრში წარდგენის ვადა - 2016 წლის 7 ოქტომბრამდე.




სტუდენტების რეგისტრაციის ვადები:

1.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 

2016 წლის 27 ივლისიდან 18 აგვისტოს 18:00 სთ-მდე


წარმოსადგენი დოკუმენტაცია

დაფინანსებადი პროგრამები