სსიპ  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი  2014 - 2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აცხადებს  მიღებას  ასტრონომიის  სადოქტორო პროგრამაზე:

 

#

პროგრამული მიმართულება

პროგრამის ხელმძღვანელი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

მისაღები კონტიგენტი

სწავლის წლიური საფასური(ლარებში)

1

ასტრონომია

რ. ჭიღლაძე

ფიზიკის დოქტორი

3

500

 

 

 1. პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.

2. დოქტორანტობის კანდიდატი უნივერსიტეტის რექტორის სახელზე წარადგენს განაცხადს (შევსებულ სააპლიკაციო ფორმას), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) ავტობიოგრაფია (CV);

ბ)აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის(ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი  დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული. ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ამ დიპლომის მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან);

გ)  პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

დ) ერთი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად; 

ე)  გამოქვეყნებული შრომების სია  ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ)უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასლთან ერთად;

ზ)ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასლთან ერთად (დოქტორანტობის უცხოენოვანი კანდიდატისათვის).

შენიშვნა:  კონკურსანტებისათვის,  რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ასევე, უცხოენოვანი კონკურსანტებისათვის, რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ინიშნება გამოცდა უცხოურ ენაში/ქართულ ენაში. გამოცდებს ჩაიბარებს უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი.

 დოქტორანტურაში  სწავლის  მსურველთა   საბუთების მიღება იწარმოებს 10 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ყოველდღე  (შაბათ-კვირისგარდა),  1000-დან1800 საათამდე    

 

მისამართი:   ახალციხე,  რუსთაველის ქუჩა 106,  უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი #303. 

ვებგვერდი:   www. sjuni.edu.ge

 ტელეფონი  591 411 271;   577 98 77 29

ელ-ფოსტა:   JLIB_HTML_CLOAKING JLIB_HTML_CLOAKING

 მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

1. უცხო ენა(ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) – 16 დეკემბერი 1000 საათი (უნივერსიტეტის  I კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზი).გამოცდის ფორმა-წერილობითი.

2. სპეციალობა - 18 დეკემბერი 1000 საათი (უნივერსიტეტის  I კორპუსი, აუდიტორია 123). გამოცდის ფორმა-ზეპირი.

 

საგამოცდო საკითხები:

 ასტრონომია

 სანიმუშო ტესტები უცხო ენაში

 ინგლისური ენა

 გერმანული ენა

 რუსული ენა

 ფრანგული ენა