დადგენილება #1

 სსიპ  სამცხე–ჯავახეთის  სახელმწიფო  სასწავლო  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ნოემბრის #53 დადგენილებით ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე  გამოცხადებული კონკურსის  შედეგად აკადემიური პერსონალის არჩევის შესახებ

 

"უმაღლესი განათლების შესახებ"საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის "ს"ქვეპუნქტისა და 34–ე მუხლის,"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #130/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის "ტ"ქვეპუნქტისა და 25–ე მუხლის, სსიპ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 2 ოქტომბრის #51 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ–სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის "ტ" ქვეპუნქტისა და "სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ნოემბრის #53 დადგენილებით და 2013 წლის 3 დეკემბერის #60 დადგენილებით ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსების საფაკულტეტო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2013 წლის 25 დეკემბრის #65 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონკურის შედეგად აკადემიურ თანამდებობებზე (მიმართულება – საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; დარგი/ქვედარგი – ასტრონომია)
არჩეულ იქნენ:
• გიორგი მალასიძე – ასოცირებული პროფესორი
• რაგულ ინასარიძე – ასოცირებული პროფესორი
2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ, ჩაბარდეს შესაბამის ფაკულტეტს, სამსახურებსა და დაინტერესებულ პირებს (გ.მალასიძე, რ.ინასარიძე).