აკადემიური საბჭო

          დადგენილება #8

          18.03.2014წ.

         ოქმი #4


სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ზოგიერთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების შეტანის შესახებ
``უმაღლესი განათლების შესახებ``საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ``ბ``ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის,``საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე``საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #130/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის ``ბ``ქვეპუნქტისა და სსიპ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 2 ოქტომბრის #51 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ–სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის ``ბ`` ქვეპუნქტის თანახმად,
აკადემიური საბჭო ადგენს:
 
1. შეტანილ იქნეს ცვლილება სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ზოგიერთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაში და მისანიჭებელი კვალიფიკაციის ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
``ბიზნესის ინფორმატიკის`` სამაგისტრო პროგრამა – ``ინჟინერიის მაგისტრი ინტერდისციპლინარულ ინფორმატიკაში`` .
``ასტრონომიის``სამაგისტრო პროგრამა – ``საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი ფიზიკაში``.
``ასტრონომიის ``სადოქტორო პროგრამა – ``საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი ფიზიკაში``.

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე.


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, პროფესორი                                                                 მერაბ ბერიძე