აკადემიური საბჭო

დადგენილება #3

-03--.--03--.2014წ.

ოქმი #3

``სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სავალდებულო მინიმალური სააუდიტორიო დატვირთვისა და მასწავლებლის სააუდიტორიო დატვირთვის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ`` აკადემიური საბჭოს 2013 წლის 2 ოქტომბრის #44 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

``უმაღლესი განათლების შესახებ``საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ``ს``ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63–ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ``საქართველოს შრომის კოდექსის`` მე–17 მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების,``საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე``საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #130/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის ``ტ``ქვეპუნქტის და 23–ე მუხლის მე–2 პუნქტის და სსიპ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 2 ოქტომბრის #51 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ–სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის ``ტ`` ქვეპუნქტის თანახმად,
აკადემიური საბჭო ადგენს:
 
1. შეტანილ იქნეს დამატება ``სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სავალდებულო მინიმალური სააუდიტორიო დატვირთვისა და მასწავლებლის სააუდიტორიო დატვირთვის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ`` აკადემიური საბჭოს 2013 წლის 2 ოქტომბრის #44 დადგენილებაში და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
 
``12`` ამ დადგენილებით განსაზღვრული აკადემიური პერსონალის მიერ სავალდებულო მინიმალური სააუდიტორიო დატვირთვის ზემოთ საკონტაქტო საათების ჩატარება დასაშვებია კვირაში არაუმეტეს 3 საათისა, რაც ანაზღაურდება საათობრივი ანაზღაურების წესით.

13 სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ საკონტაქტო საათების ჩატარება დასაშვებია დღეში არაუმეტეს 5 საათისა, რომლის შესაბამისად სტუდენტის დღიური სააუდიტორიო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 5 საათს.

1.4პირები, რომლებსაც სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთდროულად უკავიათ ადმინისტრაციული ან დამხმრე და მოწვეული მასწავლებლის თანამდებობები მათი საათობრივი დატვირთვა განისაზღვროს კვირაში არაუმეტეს 6 საათით, ხოლო ადმინისტრაციულ ან დამხმრე თანამდებობაზე არყოფნის შემთხვევაში კვირაში არაუმეტეს 15 საათით.

1.5აკადემიური პერსონალის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი (საკონტაქტო) განაკვეთის 10%–ით გაზრდილი ოდენობით. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.
 
2.დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3.საკითხი დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილება გამოქვეყნდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე.

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, პროფესორი                                                                        მერაბ ბერიძე