დადგენილება #5
––24––02––.2015წ.
ოქმი #2

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ

``უმაღლესი განათლების შესახებ``საქართველოს კანონის მე–18 მუხლის პირველი პუნქტის ``ნ``ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის #52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–11 მუხლის პირველი პუნქტის``ო``ქვეპუნქტის, ``სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ`` წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის #44 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე–4 მუხლის ``ტ``ქვეპუნქტისა და ``სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა გეგმის განსაზღვრის შესახებ``აკადემიური საბჭოს 2015 წლის 04 თებერვლის N7 დადგენილების თანახმად,

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა გეგმა თანდართული სახით.

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. დადგენილება განთავსდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდეზე.


წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, ასოცირებული პროფესორი                                                                                           როინ თათეშვილი