დადგენილება #16
––19––05––.2015წ.
ოქმი #6


სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის დამტკიცების შესახებ

``უმაღლესი განათლების შესახებ``საქართველოს კანონის მე–18 მუხლის პირველი პუნქტის ``ე``ქვეპუნქტისა და 87-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის #52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–11 მუხლის პირველი პუნქტის``ე``ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის მე-7 პუნქტის,``სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ`` წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის #44 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე–4 მუხლის ``დ``ქვეპუნქტისა და ``სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ``სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 14 მაისის N26 დადგენილების თანახმად,

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა - ბიძინა მაისურაძე (პირადი N47001001616), რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2016 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით.

2.დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3.დადგენილება განთავსდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდეზე.

4.საფუძველი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2015 წლის 19 მაისის ოქმიN29.

წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, ასოცირებული პროფესორი                                                 როინ თათეშვილი