დადგენილება #30
––14––08––.2015წ.
ოქმი #9

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალზე სადღესასწაულო

(ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე - მარიამობა) პრემიის გაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

``უმაღლესი განათლების შესახებ``საქართველოს კანონის მე–18 მუხლის პირველი პუნქტის ``ნ``ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის #52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–11 მუხლის პირველი პუნქტის``ო``ქვეპუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 23 ოქტომბრის N64 დადგენილებით დამტკიცებული შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების 27-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუქტების თანახმად,

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

1. თანხმობა მიეცეს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალზე გასცეს სადღესასწაულო (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე - მარიამობა)პრემია შემდეგი წესითა და ოდენობით:

ა) საშტატო ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი – საშტატო განრიგით გასაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 25% -ის ოდენობით;
ბ) შტატგარეშე პერსონალი – ხელშეკრულებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 25% -ის ოდენობით;
გ).აკადემიური პერსონალი – საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 25% -ის ოდენობით;
დ) მასწავლებლები, რომლებიც იმყოფებიან შტატში, საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობით.
ე) მოწვეული მასწავლებლები – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ვ) პირები, რომლებსაც შეთავსებით უკავიათ ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობები – საშტატო განრიგით გასაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობრივი სარგოს 25% -ის ოდენობით.

2.დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. დადგენილება განთავსდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და ჩაბარდეს შესაბამის სამსახურებს.

4.საფუძველი: სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (ბ.მაისურაძე) მიმართვა #778864. 12.08.2015წ.

წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, ასოცირებული პროფესორი                                                                      როინ თათეშვილი