დადგენილება #33
--04---.--09---.2015წ.
ოქმი #11

სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის უძრავ ქონებაში შემავალი ფართების იჯარით წესით გაცემის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ქვეპუნქტისა და 85–ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის #52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და 39–ე მუხლის მე–5 პუნქტის და „სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის #44 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე–4 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად,

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

1. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში შემავალი ფართები (I სასწავლო კორპუსის სასადილოსა და ასლგადამღები ჯიხურის ფართები) გაცემულ იქნეს იჯარით წესით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საკითხი შეთანხმების მიზნით წარედგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

3. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

4. დადგენილება განთავსდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდეზე.

საფუძველი: სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართვა # 835067. 02.09.2015წ.

წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, ასოცირებული პროფესორი                                                           როინ თათეშვილი