გ). შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტრუქტურა:დადგენილება #34
--23---.--09---.2015წ.
ოქმი #12

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის N52/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტის მიღების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის #52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის #44 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე–4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

1. მიღებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის N52/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა). შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, ლოგო,უნივერსიტეტისა და გრიგოლ ხანძთელის მედლები, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა“.

ბ). წესდების პირველი მუხლის მე-8 პუნქტში გასწორდეს ტექნიკური სახის შეცდომა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №106“.


ა). მართვის ორგანოები (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური);
ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები (შემდგომში-ფაკულტეტი):
ბ.ა) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ბ.ბ) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი;
ბ.გ) იურიდიული ფაკულტეტი;
ბ.დ) ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.
გ) რექტორის აპარატი;
დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი;
ე) სტრუქტურული ერთეულები:
ე.ა) ფინანსური დაგეგმარების და შესყიდვების სამსახური;
ე.ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური;
ე.გ) ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ–ტექნიკური რესურსების მართვის სამსახური;
ე.დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ე.ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება;
ე.ვ) კანცელარია;
ე.ზ) არქივი;
ე.თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ე.ი) კულტურისა და სპორტის განყოფილება;
ე.კ) სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება;
ე.ლ) სამეცნიერო განყოფილება;
ე.მ) გამომცემლობა;
ე.ნ) მესხეთის კვლევითი ცენტრი;
ე.ო) გაზეთის რედაქცია;
ე.პ) სამეცნიერო ბიბლიოთეკა“.

დ). შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა“.

ე). შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის იმავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი“.
ვ). შეტანილ იქნეს ცვლილება წესდების 26-ე მუხლის მე-8 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევად (კონკურსის ჩასატარებლად),თითოეულ ფაკულტეტზე იქმნება საკონკურსო კომისია“, რომლის შემადგენლობას (თავმჯდომარე; წევრები) ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო“.

ზ). შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების 30-ე მულხის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერისა და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით“.

„5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები. საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტში შეიძლება დასაქმებული იქნეს შტატგარეშე პერსონალი“.

„6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერისა და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით“.

„7. უნივერსიტეტის რექტორობის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებს ამ წესდებით გათვალისწინებულ საარჩევნო ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ უნივერსიტეტში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ან/და ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებელს“.

თ). წესდების 30-ე მუხლს დაემატოს 301 -ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 301. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების წესი და პირობები
1. საპატიო დოქტორი და ემერიტუსი წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აკადემიურ წოდებებს.
2. საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ენიჭება პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება უნივერსიტეტის წინაშე.

3. ემერიტუსის აკადემიური წოდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ენიჭება პირს, რომელისთვისაც ამ წოდების მინიჭების შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტისათვის უნივერსიტეტი არის ერთადერთი სამუშაო ადგილი და
ა) არის 65 წლის ან მეტი ასაკის;
ბ) უკავია უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა და აქვს უნივერსიტეტში მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი;
გ) აქვს უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება.

4. პირს შეუძლია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოითხოვოს მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება (65 წლის ასაკის შესრულების შემთხვევაში), პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობით. ემერიტუსის წოდების მინიჭებისთანავე იგი თავისუფლდება პროფესორის თანამდებობიდან.
5. ემირიტუსის წოდების მინიჭების შესახებ პროფესორის განცხადებას განიხილავს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო ღებულობს დადგენილებას ემირიტუსის წოდების მინიჭებაზე შუამდგომლობის ან შუამდგომლობაზე უარის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოს შუამდგომლობა განსახილველად გადაეცემა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ემერეტუსის აკადემიური წოდების მინიჭების შესახებ ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
6. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტის მიერ მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება, რომლის ოდენობას განსაზღვრავს წარმომადგენლობითი საბჭო.
7. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირს, მის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების, ან სახელშეკრულებო პირობით რაიმე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უნივერსიტეტი შეუწყვეტს გასაცემ ყოველთვიურ ანაზღაურებას.

8. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში, შეასრულოს, როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი სამუშაო, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.

9. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ისარგებლოს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სხვა შეღავათებით.

10. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მედლების მინიჭების თაობაზე, რომელიც პირს შეიძლება მიენიჭოს უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.


ი). წესდების 31-ე მუხლს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევა“.

კ). შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების 33-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა)აკადემიური (პროგრამის და საგნების არჩევა) რეგისტრაციის გაუვლელობა;
ბ)ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობის შეუძლებლობა;
გ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულაბაში სწავლა;
დ)აკადემიური შვებულება;

ე)ფინანსური დავალიანება;
ვ) პირადი განცხადება.

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
3. დადგენილებით მიღებული პროექტი დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
4. დადგენილება განთავსდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდეზე.

წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, ასოცირებული პროფესორი                                     როინ თათეშვილი