დადგენილება #35
––23––09––.2015წ.
ოქმი #12


სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში
ცვლილების შეტანის შესახებ

``უმაღლესი განათლების შესახებ``საქართველოს კანონის მე–18 მუხლის პირველი პუნქტის ``ვ``ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის #52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–11 მუხლის პირველი პუნქტის``ვ``ქვეპუნქტისა და ``სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ`` წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის #44 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე–4 მუხლის ``ლ``ქვეპუნქტის თანახმად,

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. დადგენილება განთავსდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და ჩაბარდეს შესაბამის სამსახურებს.

4.საფუძველი: სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (ბ.მაისურაძე) მიმართვა #942235. 21.09.2015წ.

წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, ასოცირებული პროფესორი                                              როინ თათეშვილი