დადგენილება #36
––23––09––.2015წ.
ოქმი #12

სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ

``უმაღლესი განათლების შესახებ`` საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ``კ`` ქვეპუნქტის,``საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე``საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის #52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–11 მუხლის პირველი პუნქტის``კ``ქვეპუნქტისა და ``სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ`` წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის #44 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე–4 მუხლის ``პ``ქვეპუნქტის თანახმად,

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგში და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. დადგენილება განთავსდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე.

4.საფუძველი: სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (ბ.მაისურაძე) მიმართვა #942235. 21.09.2015წ.

წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, ასოცირებული პროფესორი                                                     როინ თათეშვილი