დადგენილება #37
––23––09––.2015წ.
ოქმი #12

სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულში (``შოთაობა``) პირველ საპრიზო ადგილზე გასულ პირზე ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ

``უმაღლესი განათლების შესახებ``საქართველოს კანონის მე–18 მუხლის პირველი პუნქტის ``ნ``ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის #52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–11 მუხლის პირველი პუნქტის``ო``ქვეპუნქტისა და ``სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ`` წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის #44 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე–4 მუხლის ``ტ``ქვეპუნქტისთანახმად,

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

1. სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულში (``შოთაობა``), რომელიც გაიმართება 2015 წლის 26 სექტემბერს (ნომინაციაში „მესხური თემატიკა“) პირველ საპრიზო ადგილზე გასულ პირზე გაიცეს ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. დადგენილება განთავსდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და ჩაბარდეს შესაბამის სამსახურებს.

4.საფუძველი: სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (ბ.მაისურაძე) მიმართვა #942235. 21.09.2015წ.

წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, ასოცირებული პროფესორი                                როინ თათეშვილი