დადგენილება #38
––23––09––.2015წ.
ოქმი #12

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივარიუსის მიერ დამატებითი სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით სახელფასო დანამატის დადგენის შესახებ

``უმაღლესი განათლების შესახებ`` საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ``კ`` ქვეპუნქტის,``საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე``საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის #52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–11 მუხლის პირველი პუნქტის``კ``ქვეპუნქტისა და ``სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ`` წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის #44 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე–4 მუხლის ``პ``ქვეპუნქტის თანახმად,

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

1. დადგინდეს სახელფასო დანამატი სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივარიუსის (მ.ზაზძე) მიერ დამატებითი სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის კანცელარიის განყოფილების დებულებით განსაზღვრული საქმიანობის შესრულებას.

2. დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულებისათვის დასაქმებულს (მ.ზაზაძე) მიეცეს სახელფასო დანამატი თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

4. დადგენილება განთავსდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და ჩაბარდეს შესაბამის სამსახურებს.

5. საფუძველი: სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (ბ.მაისურაძე) მიმართვა #942235. 21.09.2015წ.

წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, ასოცირებული პროფესორი                                                     როინ თათეშვილი