დადგენილება #39
––23––09––.2015წ.
ოქმი #12

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგის კლარა ფოცხვერაშვილისათის თხოვების ხელშეკრულებით კომპიუტერის (მაგიდის) დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ

``უმაღლესი განათლების შესახებ`` საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ``ნ`` ქვეპუნქტის,``საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე``საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის #52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–11 მუხლის პირველი პუნქტის``ო``ქვეპუნქტისა და ``სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ`` წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის #44 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე–4 მუხლის ``ტ``ქვეპუნქტის თანახმად,

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგს კლარა ფოცხვერაშვლს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სამსახურეობრივი საჭიროებისათვის თხოვების ხელშეკრულებით დროებით სარგებლობაში გადაეცეს კომპიუტერი (მაგიდის).

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. დადგენილება განთავსდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და ჩაბარდეს შესაბამის სამსახურებს.

4.საფუძველი: სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (ბ.მაისურაძე) მიმართვა #942235. 21.09.2015წ.

წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, ასოცირებული პროფესორი                                                                  როინ თათეშვილი