დადგენილება #40
––07––10––.2015წ.
ოქმი #13

სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზებული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულების განსაზღვრის შესახებ

``უმაღლესი განათლების შესახებ``საქართველოს კანონის მე–18 მუხლის პირველი პუნქტის ``ნ``ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის #52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე–11 მუხლის პირველი პუნქტის``ო``ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N500 დადგენილბის, „სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (ბუღალტერი მეხუთე საფეხური; ვებ-ინტერფეისის დიზაინერი მესამე საფეხური; პრაქტიკოსი ექთანი მეხუთე საფეხური; მასაჯისტ-რეაბილიტატორი მეხუთე საფეხური; ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი მეხუთე საფეხური) დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 05 აგვისტოს N37 დადგენილებისა და ``სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ`` წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 10 დეკემბრის #44 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე–4 მუხლის ``ტ``ქვეპუნქტის თანახმად,

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

1. სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზებული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა). ბუღალტერი მეხუთე საფეხური :

ერთ პროფესიულ სტუდენტზე პროგრამის ღირებულბა - 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარი;
პროგრამის ღირებულება 15 სტუდენტისათვის - 19950 (ცხრამეტიათასცხრაასორმოცდაათი) ლარი.

ბ). ვებ-ინტერფეისის დიზაინერი მესამე საფეხური:

ერთ პროფესიულ სტუდენტზე პროგრამის ღირებულბა - 1178 (ათასასსამოცდათვრამეტი) ლარი;
პროგრამის ღირებულება 14 სტუდენტისათვის - 16494 (თექვსმეტიათასოთხასოთხმოცდათოთხმეტი) ლარი.

გ). მასაჯისტ-რეაბილიტატორი მეხუთე საფეხური:

ერთ პროფესიულ სტუდენტზე პროგრამის ღირებულბა - 3682 (სამიათასექვსასოთხმოცდაორი) ლარი;
პროგრამის ღირებულება 14 სტუდენტისათვის - 51548 (ორმოცდათერთმეტიათასხუთასორმოცდარვა) ლარი.

დ). ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი მეხუთე საფეხური:

ერთ პროფესიულ სტუდენტზე პროგრამის ღირებულბა - 1995 (ათასცხრაასოთხმოცდათხუთმეტი) ლარი;
პროგრამის ღირებულება 15 სტუდენტისათვის - 29925 (ოცდაცხრაათასცხრაასოცდახუთი) ლარი.

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
3. დადგენილება წარედგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; განთავსდეს სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და ჩაბარდეს შესაბამის სამსახურებს.

4.საფუძველი: სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის (ნ.ახალკაცი) მიმართვა #.1029490 06.10.2015წ.

წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, ასოცირებული პროფესორი                                              როინ თათეშვილი